მამაკაცი, რომელმაც სტერეოტიპები დაამსხვრია (ფოტოები)

მარკ ბრაიანი არის ამერიკელი მამაკაცი, რომელმაც სტერეოტიპები დაამსხვრია – ადამიანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ტანსაცმლის გარკვეული ტიპი მხოლოდ კაცმა ან ქალმა უნდა მოირგოს. ამ მამაკაცმა კი ეს ყოველივე უგულებელყო, ქალის მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და კაბაში გამოეწყო და თავის ყოველდღიურობას სწორედ ასე ატარებს. იგი თავს ძალიან თავისუფალ ადამიანად თვლის, რომელიც სტერეოტიპებზე ფიქრით თავს არ იწუხებს.