სალომე ჭაჭუა მშობიარობის შემდეგ გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და გამომწერებს მიმართავს

მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ერთი თვის წინ დედა გახდა. ეს სასიხარულო ინფორმაცია ფართო საზოგადოებას მოულოდნელად ამცნო.

პატარას სანდრო დაარქვა.

“ჩემი სანდრო… მადლობა, უფალო, ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის…” – დაწერა სალომემ და ფოტოები გამოაქვეყნა.

სალომემ გამომწერებს მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომის შესახებ გამოცდილება გაუზიარა და ვიდეო გამოაქვეყნა.

„გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას ორსულობის პირველი თვიდან მეცხრე თვემდე → 1 თვე პოსტპარტუმი.

მთლიანობაში მოვიმატე 10 კგ, მშობიარობიდან პირველ თვეში დავიკელი 7 კგ ბალანსისა და თანმიმდევრულობის გზით💪🏽

რა დამეხმარა:
• სწორი კვება
• მსუბუქი ვარჯიში
• მოთმინება
• საკუთარი თავის სიყვარული

მიუხედავად გენეტიკისა, სტრიების გარეშე გავიარე ეს გზა.

ქალის სიძლიერე უსაზღვროა — ქმნის სიცოცხლეს, აღდგება და კიდევ უფრო ძლიერად აგრძელებს გზას.

ყველა დედას ვუსურვებ ჯანმრთელ და ლამაზ გზას“,- წერს სალომე.