“ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი სამი ერთში” – მსახიობი სანდრო მიკუჩაძე შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

“ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი სამი ერთში That’s all”, – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე და შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. სანდროს პირველი მეუღლე ლიზი სტუ­რუ­ა იყო. მათ ქორწინებაში ერთი ქალიშვილი, ელენე შეეძინათ. მოგვიანებით სანდრომ ტელეწამყვან თამუნა მუსერიძეზე იქორწინა, მათ ორი საერთო შვილი, მარიანა და ანიკა ჰყავთ.

სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე და თამუნა მუსერიძე მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ განქორწინების მიზეზით მოექცნენ – თამუნა მუსერიძემ ვრცლად ისაუბრა პირად ურთიერთობაზე და საკუთარ გვერდზე რამდენიმე ვიდეო გააზიარა.