ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი თავისი გადაცემის ოფიციალურ გვერდზე ახალ ანონსს აქვეყნებს. გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი აქტივისტი ანუკი გამსახურდიაა. ვიდეორგოლიდან ჩანს, რომ ის თავისი ცხოვრების მთავარ სიყვარულზე, მსახიობ სანდრო კაკულიაზე საუბრობს.
“ურთიერთობებზე დამოკიდებული ადამიანი ვარ, მაგრამ სიყვარული, როგორც ასეთი, ახლანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, მგონია, რომ არც ვიცოდი. აი, ბოლო ურთიერთობა რაც მქონდა, მანდ მივხვდი, რომ სანდრო იყო უბრალოდ გააზრებული. ანუ, ჩემს ცხოვრებაში იყო ადამიანი, რომელზეც გააზრებულად ვიცოდი, რატომ მიყვარდა, როგორ მიყვარდა. ძალიან მიყვარდა და ძალიან ლამაზი პერიოდი გავატარეთ ერთად – ოთხი წელი.
გეგმებს ვაწყობდი მასთან ერთად, არასდროს არავისთან ერთად გეგმა არ დამიწყვია. არავისთან ერთად არ მომნდომებია, არასდროს არც ცხოვრება და არც შვილი – არავისგან არ მომნდომებია. ყოველთვის ერთადერთი ის განცდა მქონდა, რომ აი, რა ცუდია, ახლა რომ არ მიჩნდება შვილი, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა.
ხოდა, ეგ იყო… აი, ეგ იყო ამომავალი წერტილი, რის გამოც ვხვდებოდი, რომ, ნუ ხო, სანდრო იყო ის ადამიანი, ვინც მიყვარდა ნამდვილად. სულ ვეუბნებოდი, რომ გვერდით რომ ხარ, ჩემთვის ყველაზე დიდი საყრდენი ხარ-მეთქი.მიუხედავად თავისი რაღაც აი ამ პრანჭია ხასიათისა, ის ჩემი ძალიან დიდი საყრდენი იყო“, — აღნიშნავს ანუკი გამსახურდია.