“ამას ჰქვია უტიფრობის ოლიმპო თუ ჯომოლუნგმა, აღარ ვიცი”

ეკა სილაგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ლოზუნგი ჰქონიათ გუშინ ნაცებს, ოცნებამ უნდა დატოვოს ხელისუფლება და ჩვენ, უფრო პასუხისმგებლიანი ძალა უნდა მოვიდეთო 😂

ამას ჰქვია უტიფრობის ოლიმპო თუ ჯომოლუნგმა, აღარ ვიცი.

თუ არა გუშინ, კიდევ როდის გამოჩნდა, როგორ ჰკიდია ნაცობას საკუთარი მომხრეებიც კი.
ეს ერთჯერად ეფექტზე გათვლილი, უცხოელებისთვის დასანახი, ძლივს შეკოწიწებული თუნდაც რამდენიმე ათასი მონა, სულ ჩირად უღირთ.
და ამას აკეთებენ სკამებისთვის.
სკამებზე ჯდომისას კი,
დევნიდნენ ოპოზიციას!
კლავდნენ!
აწიოკებდნენ ადამიანებს!
ხოცავდნენ ციხეებში!
ართმევდნენ ქონებას!
აყალბებდნენ არჩევნებს!
უზურპირებული ჰქონდათ სასამართლო!
არღვევდნენ კანონს!
ჰყიდდნენ ქვეყანას!

სია გრძელია.
და ეს, პასუხისმგებლობა ყოფილა.

ვაშაძე კაგებეშნიკი დღესაც ემუქრება ტელევიზიებს.

ეს ორგანიზაცია უნდა გამოცხადდეს დანაშაულებრივად!”