პრინცესა ემილი გახდა ანგელოზი ემილი… – სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გარდაიცვალა 4 წლის  ემილი ყიფიანი. გავრცელებული ცნობით, ბავშვს გულზე პრობლემები ჰქონდა.

„ჩვენი 6 წლის ნანატრი ანგელოზი… მოფრინდა,  გულები აგვივსო სითბოთი და სიყვარულით. 4 წელი იჭიკჭიკა, იტიტინა… უსაზღვრო სიყვარული დათესა და კვლავ ანგელოზად გაფრინდა. უფალმა გააძლიეროს შენი დედ-მამა ჩვენო თვალხატულა ემილია…

პრინცესა ემილი გახდა ანგელოზი ემილი…“ – წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.