ნეკა დოროყაშვილი ყოფილ ქმართან, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან სკანდალური განქორწინების შემდეგ განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში. მან ცოტა ხნის წინ საკუთარი მუსიკალური კლიპი გამოუშვა და დააანონსა, რომ კიდევ ერთ კლიპზე მუშაობს, რომელსაც ივნისში გამოუშვებს.
ნეკა დოროყაშვილი ხშირად აკეთებს ხმაურიან განცხადებებსაც, საუბრობს ურთიერთობებსა და საკუთარ წარსულზე. ამჯერად კი მასზე გავრცელებული ხმების შესახებ წერს: “დღეს გავიგე, რომ თურმე უკვე ოჯახებს ვანგრევ და რუსი ოლიგარქია ჩემი საყვარელი. კალაძის ვიდეო გავაზიარე და ნაცებმა დამაბრალეს, რომ მათი დაქირავებული აგენტი ვარ”.