ეროვნული მოძრაობის წევრის, ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილი, ირინა ბათიაშვილი მამაზე წერს:
,,ყველას გთხოვთ, მამაჩემის, ამ საოცრად თავმდაბალი, თქვენთვის არაერთხელ თავგადადებული გმირის მიმართ, თქვენი პატივისცემა გამოხატოთ და გააზიაროთ ეს სტატუსი.
ეროვნული მოძრაობა ირაკლი ბათიაშვილის სახლში აღორძინდა, რომ არა მამაჩემის, ირაკლი ბათიაშვილის და იმ 21 ადამიანის თავდადება 9 აპრილს, ალბათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვება კიდევ დიდი ხნით გადაიწევდა.
ისიც იცით, რომ მხოლოდ ირაკლი ბათიაშვილი დარჩა ბოლომდე 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე ხალხთან ერთად და ფიზიკურად შეეჯახა რუსეთის ჯარს. ეროვნული ლიდერებიდან მოცელილი და დასისხლიანებული მხოლოდ ირაკლი შეიტანეს მორგში როგორც ცხედარი და ვინც რა უნდა, ის თქვას, მაგრამ იმას ვერ წაშლიან, რომ მხოლოდ ირაკლი ბათიაშვილს არ შეეშინდა…
მამაჩემი რომ არ გადარჩენილიყო, ახლა მისი ძეგლი იდგებოდა რუსთაველზე… ღმერთმა დღეგრძელი მიმყოფოს ჩემი უღირსეულესი მამა!
რა ხდება ახლა. სასკოლო ისტორიის წიგნი გადავშალე და გაოგნებული დავრჩი. მამაჩემის გმირობის შესახებ არა თუ არც ერთი სიტყვა არ არის თქმული, საერთოდ გვარი და სახელიც ამოშლილი აქვთ. თურმე ყველას ღვაწლი აქვს მამაჩემის გარდა… იმის მაგივრად, უხაროდეთ, ცოცხალი გმირი ჰყავთ, ცდილობენ ისტორიის გაყალბებას და მისი გმირობის ამოშლას ისტორიიდან…
რუსთაველის გამზირიდან ნახევრად მკვდარი წაიყვანეს რეანიმაციაში და სიკვდილს ებრძოდა… მითხარით, შეიძლება ბავშვებს ასწავლიდნენ ეროვნულ მოძრაობას და ირაკლი ბათიაშვილის გმირობა, რომელმაც საქართველოს ბედი გადაწყვიტა, არ აღნიშნონ?.. შეიძლება ასეთი ისტორიული უსამართლობა არსებობდეს?!..”.
ირაკლი ბათიაშვილი რენიმაციაში, იური როსტის ფოტო