ნანიკო კლდიაშვილი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მან მაკა ასათიანის ვაჟზე, კახი ჟორდანიაზე იქორწინა. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ნანიკოს თავად ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს – არის ანტერპრენერი, მარკეტერი, ჰყავს ორი შვილი და მისთვის მთავარი სწორედ ცხოვრების ამ ორ მხარეს შორის ბალანსია.
ნანიკო კლდიაშვილი თითქმის არასდროს ჩნდება კამერებთან, იშვიათია მისი ინტერვიუებიც – ამჯერად გამონაკლისია, მან unbalanced.-თან ბლიც ინტერვიუს ფორმატში საინტერესო საკითხებზე ისაუბრა:
– ვინ ხარ მაშინ, როცა არავინ გიყურებს?
– დაუსრულებელი მეოცნებე, რომელსაც გამორთვის ღილაკი არ აქვს.
– რა განიჭებს სავსეობის განცდას?
– არაფერი. ეკონომიკა ხომ ზუსტად იმაზეა აწყობილი, რომ მუდმივად რაღაც გვაკლდეს.
– რას ნიშნავს შენთვის თავისუფლება დღეს?
– 30 წუთი სრული სიჩუმე. არანაირი კითხვა, არანაირი საქმის გარჩევა და… არავინ ეძებს დაკარგულ ფეხსაცმელს.
– დღის რომელ მონაკვეთს ელი ყველაზე მეტად?
– საღამოს 8 საათს. სახლი უფრო ხმაურიანი ხდება, მაგრამ უფრო ბედნიერიც. ეს ის სიმყუდროვეა, რასაც ყველაზე მეტად ველოდები ხოლმე.
– რა არის პირველი, რაც თავში მოგდის ფრაზაზე – „ჯანსაღი ცხოვრების წესი“?
– ბალანსი.
– რას უყურებ ცხოვრების ამ ეტაპზე უფრო მსუბუქად?
– თავად ცხოვრებას და იმ კადრებს შორის გაპარულ მომენტებს.
– რა გინარჩუნებთ ერთიანობას ამჟამად?
– ჩემი შვილები და ბრმა ოპტიმიზმი.
– როგორია შენი წარმოდგენა დაბალანსებულ ცხოვრებაზე დღეს?
– ცხოვრება ზუსტად საჭირო დოზით მიწოდებული სიურპრიზებითა და მოულოდნელი შემობრუნებებით.