მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახის დატოვების შემდეგ პირველოი ოფიციალური კადრი გამოაქვეყნეს, რომელიც ამერიკელი ხელოვანის – მეტ სეილზის მიერ გახლავთ გადაღებული და სავარაუდოდ ცოლ-ქმრის მიერ წამოწყებული ვირტუალური გამოფენის ნაწილი გახდება. აღსანიშნავია, რომ ფოტო პირველია, რომელშიც წყვილმა ოფიციალურად დაარღვია სამეფო ოჯახის პროტოკოლი, გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ მარკლი კადრში პრინცესა დაიანას 23 000 დოლარად შეფასებული Cartier-ის საათით ფიგურირებს.