„აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკული ჯგუფის Village People-ის სიმღერაზე Y.M.C.A. ფლორიდაში, თავის მომხრეებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აცეკვდა.
ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ სოციალურ ქსელში, Twitter-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სახელმწიფოს მეთაური მონაწილეობს.
ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, რომ ამერიკის ლიდერი რიტმულად ცეკვავს და დამსწრე საზოგადოების ნაწილი ცდილობს მიბაძოს და გაიმეოროს ტრამპის მოძრაობები.