“იმედიდან” ნანიკო ხაზარაძის წასვლიდან დღემდე, ის და გია ჯაჯანიძე, ერთმანეთს უარყოფით კონტექსტში არ მოიხსენიებენ. თუმცა “სარკასტიკაში” სტუმრობისას, ნანიკომ თქვა, რომ გია იტყუება, როცა ის ამბობს, რომ ორნელა მუტის “იმედში” სტუმრობის მეორე დღეს, სერბეთში გაფრინდა.
გიორგი ნაზღაიძე: ჯაჯო ამბობს, რომ ამ ეთერის შემდეგ საქმეზე გაფრინდა.
ნანიკო ხაზარაძე: არსად არ გაფრენილა. “გლობალ სელში” მაშინ ჯერ კიდევ ვმუშაობდი და მე ჩავურთე როუმინგი და მე მას ველაპარაკე. მეორე დღეს არსად არ გაფრენილა. ნუ იტყუები, ჩემო ჯაჯული.
გიორგი: – რატომ მოიტყუა?
ნანიკო: – არ ვიცი, ასე ალბათ, მარტივი იყო პასუხის გაცემა. ხანდახან ხომ იცით, როგორ არის, არ გვინდა მოტყუება, მაგრამ რომ გავიმარტივოთ რაღაცები, ცოტა რომ გავილამაზოთ…
“ზმნა” გიას დაუკავშირდა შეკითხვით – რატომ ამბობს ნანიკო, რომ ამ სკანდალური ეთერის მეორე დღეს სერბეთში არ გაფრენილხართ?
გია ჯაჯანიძე: მე მართლა არ ვიტყუები, მე თუ ვიტყუები, ვიტყუები იუმორში, ხუმრობით, სიყვარულით. ადამიანი ცხოვრებაში არ მომიტყუებია – ფულში, სიყვარულში, ურთიერთობაში და პროფესიაში. მეზღაპრე რომ ვარ, მთელმა მსოფლიომ იცის. მაგრამ მე ჩემი ნანიკო არ მომიტყუებია. აგერ ბილეთი, აგერ ჩართვა სერბეთიდან, აგერ სიყვარული…
– ეს რომ ნახეთ, რა რეაქცია გქონდათ?
– გულწრფელად გამიკვირდა, რატომ დაჭირდა, ან რაში დაჭირდა ეს ტყუილი? მან იცოდა, რომ სერბეთში, შოუბიზნესის 8 ცნობილ ადამიანთან ერთად მივფრინავდი. ორნელა ტელევიზიაში იყო 16 მაისს, შაბათს, იმ ავბედით დღეს. გადაცემის შემდეგ მე წავედი პრეზენტაციაში ბიოლში. იქიდან მალე წამოვედი, რადგან ბარგი მქონდა ჩასალაგებელი, მეორე დღეს მივდიოდი. 17 მაისს, დილის 11 საათზე კი, ვიყავი აეროპორტში. ეს თვითონაც კარგად იცოდა. რეპორტაჟი გავაკეთე იქიდან და ეს თვითონაც ნახა.
ნუ იტყუები, ჯაჯოო – ეთერში ისე ნამდვილად თქვა, გამიკვირდა, გავგიჟდი. მართლა გავფრინდი თუ არა, ეჭვი შემეპარა. გაოცებული დავრჩი, რისთვის ჭირდებოდა… ეტყობა, თავის მართლებისთვის, ეტყობა, მართალი რომ გამოსულიყო და ეს ხალხს ენახა.
მე არ ვერჩი. ამაზე მეტი რაღა უნდა ვთქვა, პატარა ბავშვს რომ თავზე ხელს წამოკრავან და ეტყვიან, უი, შენ ჩაქრიო, ასე მივიღე მისი ჟესტი.
ორნელასი მომერიდა, რას იტყოდა ან ჩვენზე ან ტელევიზიაზე, თორემ არ მქონდა მძაფრი რეაქცია.
მერე ისიც რომ მითხრა, პროდიუსერად დავბრუნდიო, გამიხარდა. არ მინდა ადამიანი იყოს ცუდად, მოწყენილი. არ ვიცი, რა გითხრათ…
– არ შეხმიანებიხართ?
– არ შევხმიანებივარ. გადაცემას რომ ვუყურებდი, შორიდან დავუძახე, ნანიკო, არ ვიტყუები, ეტყობა, შენ არ გახსოვს, რომ მე წავედი-მეთქი. რა აზრი აქვს შეხმიანებას? რა ვუთხრა? არსებობს ბილეთი, პირდაპირი ჩართვა, რომლის დროსაც თვითონაც გამესაუბრა ტელევიზიდან.
არ მინდა, რომ გული ვატკინო. აზრსაც ვერ ვხედავ, რომ რაიმე ვუთხრა. მან კი, მაყურებელთან მატყუარა გამომიყვანა.
მე არ მომიტყუებია!