“დები ღლონტების” ცეკვა, რომელმაც ათი ათასობით ნახვა დააგროვა

სერიალი „შუა ქალაქში“ ქართული სატელევიზიო სივრცის ნამდვილი ფენომენია. ეს არის პროექტი, რომელიც თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად. წლებისა და თაობების ცვლის მიუხედავად, მას დღემდე უამრავი მაყურებელი ჰყავს – ძველი ეპიზოდების ყურება ბევრისთვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. სერიალის თითოეულმა პერსონაჟმა მოახერხა მაყურებელთა გულების მოგება, ისინი მაყურებელთა ოჯახის წევრებიც კი გახდნენ.

სერიალი წარმოუდგენელია დები ღლონტების გარეშე. ქეთევან და თამარ ღლონტების პერსონაჟებმა სერიალში განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს. თამუნა ნიკოლაძის და თათული ედიშერაშვილის შესრულება დღემდე ახსოვს მაყურებელს. ბევრს წლების განმავლობაში ისინი ეკრანს მიღმაც ნამდვილი დები ეგონა. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში თამუნა და თათული საუკეთესო მეგობრები არიან.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მეგობრების ერთობლივი ცეკვის კადრები გავრცელდა. თამუნასა და თათულის პოზიტიურმა ვიდეომ უამრავი მოწონება დაიმსახურა და მოგონებები გააღვიძა.