საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილის თავის მეუღლესთან, მია გზირიშვილთან ერთად ბერი ანდრიას ფონდს ეწვია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბერი ანდრიას დედა, თინათინ ჩხვიმიანი წერს და სამახსოვრო კადრებს გვიზიარებს:
„დღეს მამა ანდრიას ვესტუმრეთ, მოვეფერეთ მის საფლავს… ზურიკო, მია, წმინდა ანტონ მარტყოფელის მადლი და ბერი ანდრიას ლოცვა გფარავდეთ… იხარე შენს ლამაზ ცოლ-შვილთან ერთად!“ – წერს სოციალურ ქსელში ბერი ანდრიას დედა.
სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს ბერი ანდრიას ფონდიც და სტუმრობისთვის ფეხბურთელს მადლობას უხდის:
„ბერი ანდრიას ფონდის „ბედნიერ სახლში“, ფონდის კეთილი ნების ელჩი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“ შემტევი ნახევარმცველი, ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი გვეწვია. მისი მოსვლა განსაკუთრებულად სასიხარულო იყო ფონდის შვილობილებისათვის. მადლობას ვუხდით ზურიკოს სტუმრობისთვისა და საჩუქრებისთვის, უამრავ წარმატებას ვუსურვებთ მას“, – წერს ფონდი.