ესპანეთის ქალაქ სევილიაში ბრიტანელმა მომღერალმა, რობი უილიამსმა, ქუჩის მუსიკოსთან ერთად იმღერა. ამ იმპროვიზებული კონცერტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.
შემსრულებელი ქალაქში მუსიკალურ ფესტივალ Iconica-ზე გამოსასვლელად ჩავიდა, რომელიც 30 ივნისს გაიმართა. წინა საღამოს კი უილიამსი ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე შენიშნეს. არტისტს შავი შარვალი, მაისური და თეთრი კეპი ეხურა.
ყველა გამვლელისთვის სრულიად მოულოდნელად, მომღერალი ქუჩის მუსიკოსს შეუერთდა და თავისი ჰიტი Angels შეასრულა.