ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი, სოციალურ ქსელში ყოფილ ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოებას ემოციურ მოგონებებს უზიარებს. დოროყაშვილი წარსულ ურთიერთობას ახალი პერსპექტივიდან უყურებს და აღნიშნავს, რომ წლების შემდეგ ბევრი რამ გადააფასა.
„ნიკა იყო ადამიანი, რომელსაც, როგორც ქალი, ყველაზე მეტად ვუყვარდი. როცა გადის წლები და სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს, ვფიქრობ, ის იყო ბიჭი, რომელიც მეც მთელი გულით მიყვარდა“, – წერს ნეკა დოროყაშვილი.
გარდა მოგონებებისა, ნეკა დოროყაშვილმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ყოფილ დედამთილთან, პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება შვილის, ლუკასის, ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო, რათა ბავშვს მამასთან და ბებიასთან ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონოდა.
“მეგობრებო, წლების შემდეგ, ჩემი შვილის სიყვარულისა და პატივისცემის გამო, ნაბიჯი ისევ მე გადავდგი და ჩემს ყოფილ დედამთილს მივწერე – ქალს, რომელიც წლების განმავლობაში იმაში მადანაშაულებდა, თითქოს შვილიშვილს ვერ ნახულობდა.
მიუხედავად ყველაფრისა, წყენა გვერდზე გადავდე და ვიფიქრე, რომ ბავშვის სიყვარული ნებისმიერ კონფლიქტზე მაღლა უნდა იდგეს. სამწუხაროდ, პასუხი ისევ ნულია.
ზოგჯერ ყველაზე მტკივნეული არა უარი, არამედ სიჩუმეა. თუმცა, მე მშვიდად ვარ, რადგან საკუთარ თავს კიდევ ერთხელ დავუმტკიცე, რომ ჩემში სიყვარული, პატივისცემა და ადამიანობა არ გამქრალა,” – წერს ნეკა.