საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიშა ფეიქრიშვილი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ თავს ამ ეტაპზე კარგად გრძნობს.
„მადლობა, მეგობრებო ამდენი ყურადღებისთვის.
დამიდასტურდა covid-19, მაგრამ თავს, ამ ეტაპზე, ვგრძნობ კარგად. იმედია, ბოლომდე ასე იქნება.
სიმპტომები თუ გამოჩნდება, ეშველება, მაგრამ ყველაზე ცუდი შეგრძნებაა, როდესაც გააცნობიერებ რამხელა საფრთხე ხარ“, – წერს მიშა ფეიქრიშვილი.