მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა რჩეულზე იქორწინა. ევა ბარბაქაძე ავრცელებს კადრებს კომოს ტბიდან, სადაც წყვილის ულამაზესი ქორწილის ამსახველი კადრები ჩანს.
შორენა ბეგაშვილი თეთრ საპატარძლო კაბაში იწონებს თავს. მისმა რჩეულმა – ბიზნესმენმა მამუკა ურუშაძემ კი შავი, კლასიკური ლუქი მოირგო.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცერემონია ულამაზესი თეთრი ვარდებით იყო გაფორმებული. უცნობია, თუ ვინ ესწრებოდა წყვილის ქორწილს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 8 ივლისი შორენა ბეგაშვილის დაბადების დღეა. როგორც ჩანს, მათ იუბილეს განსაკუთრებული თარიღიც დაამთხვიეს.
რამდენიმე წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ქართველ ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზეა შეყვარებული. ურუშაძეს საზოგადოება ნაკლებად იცნობს. როგორც Companyinfo-ზე ვკითხულობთ, რომ ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და ის ასევე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია.