„ერთი არა, ორი საჩუქარი“ – ანუკა კვინიკაძე ტყუპებს ელოდება

სამხრეთ კორეაში მცხოვრებმა ქართველმა ბლოგერმა ანუკა კვინიკაძემ სოციალურ ქსელში სასიხარულო სიახლე გააზიარა – ის ტყუპების მოლოდინშია.

„ერთი არა, ორი საჩუქარი“, – დაწერა ბლოგერმა და სიმბოლური ფოტოები გამოაქვეყნა.