“ჩემი ირაკლის უკარგესი მეგობარი! სასტიკად გამოასალმეს სიცოცხლეს”

“17 წლის ასაკში სიცოცხლე არ უნდა წყდებოდეს…

ერთი ახალგაზრდა, სავსე ოცნებებითა და მომავლის იმედით, სასტიკად გამოასალმეს სიცოცხლეს. ვერანაირი სიტყვა ვერ გაამართლებს ასეთ ტრაგედიას და ვერ შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რომელსაც მისი ოჯახი და ახლობლები განიცდიან.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო. ვუსამძიმრებ ოჯახსა და ყველას, ვისაც ეს მძიმე დანაკლისი შეეხო. დაე, სიმართლემ და სამართლიანობამ აუცილებლად იზეიმოს.

ჩემი ირაკლის უკარგესი მეგობარი!” – წერენ სოციალურ ქსელში 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის შესახებ.
თბილისის ცენტრში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე გვიან საღამოს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მოზარდის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს – მიყენებული ჭრილობებისგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი გარდაიცვალა. იგი 2008 წელს იყო დაბადებული და 1 აგვისტოს 18 წელი უსრულდებოდა. ახალგაზრდამ სკოლა წელს დაასრულა და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.