ვიზაჟისტი ლიკა გაგნიძე, რომელიც სიმსივნეს მეორედ ებრძვის, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს. როგორც ის წერს, ბოლო ქიმია დარჩა და შემდეგ კლინიკას დატოვებს.
„არ მჯერა, ერთი ქიმია დარჩა და შემდეგ ამ მუსიკის ფონზე დავტოვებ აქაურობას. წინა ორ ქიმიაზე ძალიან ძლიერი ალერგია განვითარდა და გადასხმა ვერ ტარდებოდა სრულად, ალერგიებს დიდი ბრძოლა გამოვუცხადეთ. ექიმმა წამალი შემიცვალა და დედა გამომყვა, რომ ლოცვით გავეძლიერებინე… დღეს ყველაფერმა კარგად ჩაიარა“, – წერს ლიკა გაგნიძე.