21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკში მძარცველი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა და სახელმწიფოსგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ტერიტორიის მძევლებთან ერთად უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა.
მძარცველმა გვიან ღამით ბანკის შენობა 3 მძევალთან ერთად დატოვა, ერთ-ერთ მძევალს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა.
სოციალურ ქსელში კი ამ ამბავს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოების უმეტესობამ გალდავას ეს საქციელი მოიწონა და გმირადაც მოიხსენიებენ.
გთავაზობთ ერთ-ერთი მძევლის სტატუსს, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ავთანდილ გალდავას მიუძღვნა და მადლობა გადაუხადა.
„თქვენ ჩემი გმირი ხართ! თქვენ ჩვენ სიცოცხლე გვაჩუქეთ! მადლობა მადლობა მადლობა“,- წერს მძევალი აიდა ქაჯაია.