„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ მიიღო.

შემთხვევა 2024 წლის ნოემბერში მოხდა. გოგონებს მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ისინი ექსკურსიის მიკროავტობუსიდან ჩამოვიდნენ და გზაზე გადადიოდნენ.

გოგონების დედა მოსამართლე ლევან დარბაიძის გადაწყვეტილებით კმაყოფილია: უდიდესი მადლობა ლევან დარბაიძეს. მოსამართლეს, რომელმაც მართლაც რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო წუთამდე [მძღოლი] ბავშვებს აბრალებდა – ბოლო წუთამდე! ყველა ბრძოლას სამართლიანად მოვიგებ. ეს იქნება ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური. ჩემი სიმართლე და ჩემი დედობა და ქალობა ჩემი ყველაზე დიდი სიმამაცე და სიძლიერეა“,– წერს მოზარდების დედა.