“დგანან ზუსტად ჩემი სახლის წინ, 27 წელია არ ვყოფილვარ, ეგ პალმა ჩვენ დავტოვეთ”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში აფხაზეთში მდებარე მისი სახლის ვიდეოს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს წერს.

ჩემთვის ძალიან ემოციური ვიდეოა

ინტერნეტში დაიდო ეს კადრები. ვიღაც პეტერბურგელმა ატვირთა. ასე ამბობს ვიდეოში – ფილმს ვიღებ და გულრიფშში ევტუშენკოს სახლს ვეძებო. ქუჩაში გამვლელს შეხვდება. დგანან ზუსტად ჩემი სახლის წინ. ჭიშკართან. დიალოგში ადგილობრივი უყვება, როგორ გაყიდა ეს სახლი რუსმა თუ ვიღაც ,,პატრონმა” და ეგეთ ამბებს. ჩემს სახლზეა საუბარი. 27 წელია, არ ვყოფილვარ. ცხაკაიას ქუჩაა ეს. აქ გავიზარდე, ამ ქუჩაზე, ამ ეზოში. პალმა რომ დგას, ისაა ჩემი სახლი. ეგ პალმა ჩვენ დავტოვეთ. ეს ღობე მწვანე იყო მაშინ. დიდი სახლის გვერდით პატარა სახლიც დგას, კადრებში არ ჩანს კარგად…”