ეკა ბესელია სოციალურ ქსელში დედის ჯანმრთელობის შესახებ წერს.
”დღეს დილით ჯვრის მონასტრიდან წამოღებული ზეთი რომ წავუსვი , მარჯვენა ფეხის კიდური შეირხა და აამოძრავა … ( სწორედ მარჯვენა მხარეს გასკდა ანევრიზმა )
ისე გამიხარდა თითქოს წამოდგა … ჯერ ისევ ძილშია , თუმცა მცირე სიპტომები ჩანს …
წარმოვიდგინე ალბათ ასე გაუხარდებოდა მე რომ პირველად ფეხზე დავდექი …
მას შემდეგ ფეხზე რომ მყარად ვდგავარ და არ გავჩერებულვარ , სწორედ ამ ლამაზი და ძლიერი ქალის დამსახურებაა💚🩷
არასოდეს მივუტოვებივართ და არასოდეს საკუთარ სურვილებს არ აყენებდა შვილებზე წინ….
იდეალური დედა როგორიც შეიძლება წარმოიდგინო ასეთი დედაა – უსაზღვრო და უპირობო სიყვარულით აღმართული გალავანი შვილების ირგვლივ ….
მე კი სულ მასთან ერთად მოვდივარ და ეს 16 დღე პირველი გამოცდაა ჩვენი – ცალ ცალკე შენობაში რომ ვართ … თუმცა ახლოს ვართ მის ფანჯარასთან ….
დედის ამაგის გადახდა შეუძლებელია , მხოლოდ შეგვიძლია ვისწავლოთ უპირობო სიყვარული და ზრუნვა რას ნიშნავს …
დედებს უნდა გავუფრთხილდეთ 💚“