ნამდვილი შოუ – „სუხიშვილების“ სოლისტების ქორწილის კადრები სოცქსელს იპყრობს

„სუხიშვილების“ მოცეკვავე დავით ჭანიშვილმა, რომელსაც ბევრი „ჭანოს“ სახელით იცნობს, იქორწინა. მისი რჩეული ასევე ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავე მაკო დვალიშვილია, რომელიც მსახიობ დავით დვალიშვილის შვილიშვილია.

ქორწილში განსაკუთრებული ყურადღება ნეფე-პატარძლის მიერ შესრულებულმა ქართულმა ცეკვამ მიიქცია. საზეიმო ცეკვას ილიკო სუხიშვილიც შეუერთდა და მოცეკვავეებმა სტუმრებს შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზეს.