ავტორ-შემსრულებელი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალური ქსელში პოსტს ავრცელებს.
მაია კაჭკაჭიშვილი: – ახალი წიკი მომილოცეთ!!! მოკლედ, ადამიანი ერთხელ დაალაგებს სახლს და 1 დღე უნდა ეყოს. იმედია, მერე ნუ ოდნავი ხელის წაკვრა და სუფთად ხარ მთელი დღე!!!
“ახლა ჩემი ახალი გატაცება :))) ესე იგი მოვზიდე მთელი “სუფთა სახლი” – კარის სახელურის საწმენდი, ფანჯრის კუთხის საწმენდი, მარცხენა პარკეტის საწმენდი, მარჯვენა ფილების საწმენდი და მოკლედ, გასაგებია ხო? :)))
ფეხშიშველს ვატარებ ყველას სახლში, რომ რაიმე “უზორი” არ დაეტყოს იატაკს და თუ დაეტყო, მერე მეწყება პანიკები, ისტერიული წივილი, ჩვარი გვერდით მაქვს და დავსდევ ყველას. წავიდე უკვე ფსიქოლოგთან?“,- წერს მაია კაჭკაჭიშვილი.