როგორც ნოე სულაბერიძის გადაცემის ანონსიდან ირკვევა, მისი გადაცემის მორიგი სტუმარი მისი მეუღლე იქნება – ყოფილი “მის საქართველო” და სამი შვილის დედა, ტელეწამყვანი ჯანეტ ქერდიყოშვილი.
ანონსში ვიგებთ, რომ ერთ-ერთი თემა ჯანეტის ნაადრევად გარდაცვლილ დას, ანეტს უკავშირდება. ამ თემას ჯანეტი ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს:
– როდესაც ის ჩვენ დავკარგეთ, უბედური შემთხვევის გამო, იმ პერიოდში თითქოს ჩემს თავსაც ვადანაშაულებდი, რომ მე უნდა დამმართნოდა რაღაცა და მაგან თავის თავზე აიღო… ეს გრძნობა სულ მაქვს… სულ დამყვება…
ჯანეტს ადრეც უსაუბრია ამ თემაზე. ტრაგედია 15 წლის წინ მოხდა და ოჯახი გამუდმებით იკრიბება დაღუპული გოგონას საფლავზე, სადაც ჯანეტის შვილებს ყვავილები მიაქვთ.
პატარა ანეტა ტრაგიკულად სწორედ იმ დღეებში გარდაიცვალა, როდესაც ჯანეტ ქერდიყოშვილი “მის საქართველო” გახდა.