ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. წყვილმა ერთმანეთი 2014 წელს, თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნო და მათი სიყვარულის ისტორიაც ასე დაიწყო. ანდრიამ და მაიკომ ერთად რამდენიმე სპექტაკლშიც ითამაშეს და მათი თქმით, ყველაზე მეტად ის უყვართ, რომელშიც რომეოს და ჯულიეტას როლები მოირგეს.
წყვილს ერთი შვილი ჰყავს.ოჯახური ცხოვრების პარალელურად კი ორივე მათგანი აგრძელებს აქტიურ პროფესიულ საქმიანობას – ანდრია მუსიკითა და თეატრითაა დაკავებული, მაიკო და განსაკუთრებული აქტიურობით გამორჩევა სოციალურ ქსელში – მას 13 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს, რომლებსაც ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას. გარდა ამისა, მაიკო დაკავებულია სხვადასხვა ბრენდისა თუ კომპანიის კამპანიებსა და სარეკლამო გადაღებებში.
ერთ-ერთი ასეთია კამპანია Zalando-სთვის. შთამბეჭდავმა კადრებმა მალევე დაიმსახურა მოწონება.