კონსტანტინე გამსახურდია დაოჯახდა – ვინ არის ქალი, რომელზეც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა ქაშვეთის ტაძარში ჯვარი დაიწერა

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტორ­მა, დიპ­ლო­მატ­მა და მეც­ნი­ერ­მა კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ ჯვა­რი და­ი­წე­რა. მისი რჩე­უ­ლი ნუცა გამ­სა­ხურ­დი­აა, რო­მე­ლიც მე­უღ­ლის გვარს ატა­რებს.

  • წყვი­ლის ჯვრის­წე­რა ქაშ­ვე­თის ტა­ძარ­ში გა­ი­მარ­თა. რო­გორც Ambebi.ge-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ცე­რე­მო­ნია ვიწ­რო წრე­ში ჩა­ტარ­და. მას მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღის შე­სა­ხებ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ჯა­როდ კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

 

რო­გორ გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ და ნუ­ცამ?

მათი გაც­ნო­ბის ის­ტო­რია პა­რიზს უკავ­შირ­დე­ბა. ორი­ვე მათ­გა­ნი თა­ვი­ან­თი სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან მივ­ლი­ნე­ბით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ საფ­რან­გეთ­ში.

  • სწო­რედ იქ გა­და­იკ­ვე­თა მათი გზე­ბი. პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით და­წყე­ბუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა წლე­ბის შემ­დეგ ქორ­წი­ნე­ბით დაგ­ვირ­გვინ­და.

ნუცა გამ­სა­ხურ­დია ენათ­მეც­ნი­ე­რი და სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტია. მას არა­ერ­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტის­თვის უხელ­მძღვა­ნე­ლია რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ. გა­ნათ­ლე­ბა თბი­ლი­სის თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და შოტ­ლან­დი­ის გლაზ­გოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო. ნუცა გამ­სა­ხურ­დია ამ­ჟა­მად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში მუ­შა­ობს.

კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას პირ­ვე­ლი ოჯა­ხი

კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას­თვის ეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა არ არის. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი მხატ­ვარ ნინა ბარ­და­ვე­ლი­ძე­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. წყვი­ლი შვი­ლებ­თან, დე­მეტ­რე­სა და ზვი­ად­თან ერ­თად, შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც მათი ვა­ჟე­ბი გა­ი­ზარ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კონ­სტან­ტი­ნე და ნინა ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ.

ახლა კი ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტორ­მა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო.

 

წყარო: ambebi.ge