სოციალურ ქსელში დიდი ყურადღება მიიქცია ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის უფროსი ვაჟის, ლევან კალაძის ფოტომ – ის ახალი იმიჯთ გამოჩნდა და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა. ლევანი, რომელსაც ოჯახის წევრები და მეგობრები ბუბუს ეძახიან, მამის გზას აგრძელებს და თავადაც ფეხბურთელია.
ლევან კალაძე კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის უფროსი ვაჟია – ის მამის გზას აგრძელებს – თავადაც ფეხბურთითაა გატაცებული. ცოტა ხნის წინ სპორტული გამოცემა LaGazzetta წერდა, რომ ლევან კალაძე კარიერას სამტრედიაში იწყებს. მან გუნდთან 2-წლიანი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. ახლა ლევანი ხშირად აქვეყნებს კადრებს ვარჯიშიდან.
LaGazzetta-ს ინფორმაციით, ლევან კალაძე კონტრაქტის გაფორმებამდე კლუბთან რამდენიმე თვის მანძილზე ვარჯიშობდა, ის 4-ნომრიანი მაისურით თამაშობს და მცველის პოზიციას იკავებს.
“ჩემი მთავარი მოტივატორი მამაა. მან დამანახა, როგორ შეიძლება შრომით წარმატების მიღწევა. იმედი მაქვს, მას ვაჯობებ და უკეთესი ფეხბურთელი ვიქნები. ჩემთვის კომფორტულია, რომ მეც მამაჩემის პოზიციაზე ვთამაშობ, რადგან მაგალითს მისგან ვიღებ, ბევრ რამეს მასწავლის და მეხმარება.
ჩემი საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუა. მამას შემდეგ, ჩემი მთავარი მოტივატორი სწორედ ის არის. რონალდუ შრომისმოყვარეა და მის თამაშებს ძალიან ხშირად ვუყურებ ხოლმე”, – ამბობდა ლევან კალაძე LaGazzetta.ge-სთან საუბარში.