მელანია ტრამპმა დონალდთან დაშორება გადაწყვიტა

ამერიკის შეერთებული შტატების წლევანდელ არჩევნები დონალდ ტრამპისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, პროტესტის მიუხედავად, ქულათა უმრავლესობა ჯო ბაიდენს ხვდა წილად, რაც ნიშნავს რომ 2021 წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტი სწორედ ის გახდება.

თუმცაღა ბოლო პერიოდში ეს ერთადერთი პრობლემა როდია, რომლის გამკლავებაც მას უწევს, საქმე იმაშია რომ როგორც კულუარული ინფორმაციით ირკვევა, მისი ოჯახიც დანგრევის პირასაა, რადგან მელანიას უკვე გადაწყვეტილი აქვს ამ “ფიქტიური” ქორწინების დასრულება.

“მელანია ყოველ წუთს ითვლის სანამ დონალდი პოსტს დატოვებს. თუკი ის იქამდე გადაწყვეტს განქორწინებას, პლოტუსი გზას გამონახავს მის დასასჯელად,“- წერენ უცხოური გამოცემები.