პირველად მრცხვენია რომ ქართველი ვარ. მძულხართ, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლე ძვირფასი არაა და თქვენ გინდათ რომ ქვეყანა ააშენოთ? – ამის შესახებ ქართველი ექიმი თამარ ლომსაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, კიდევ რამდენი თვე უნდა ვიაროთ ასე? რამდენიი? რა ვირუსი არ არსებობს რა შეკრება? ხალხოოოოო იქნებ გონს მოეგოთ რამე დაგიშავეთ ?
აღარ გეყოლებათ აღარც ექიმები აღარც მედდები, გრცხვენოდეთ, გინდა პოლიტიკაში ჩათვალეთ რაც გინდათ ის ქენით ყველას შემიძლია ვუწოდო მტერი, და კაცთ მოძულე, რა აქცია რა პარლამენტი? ადამიანები იგუდებიან თქვენ რომ მოხვალთ ვირუსი წავა? თუმცა ვირუსი ხომ არ არსებობს. ვიგონებთ… პირველად მრცხვენია რომ ქართველი ვარ. მძულხართ ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლე ძვირფასი არაა და თქვენ გინდათ რომ ქვეყანა ააშენოთ ? ჩვენ კი ვეცდებით კიდევ ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ მაგრამ როცა ადამიანებს ასე გვძულს ერთმანეთი, ალბათ ის დროა მხოლოდ ორი სიტყვა ვთვათ “ღმერთს ვებარებოდეთ“, – წერს თამარ ლომსაძე.