“ნაცმოძრაობავ! გაგვაგებინეთ თქვენი თავმჯდომარე რას ბოდავს”

გამოცემა „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ვაშაძემ ოპოზიციას პროცესის მოლაპარაკებების მაგიდასთან გადატანისკენ მოუწოდა.

„ნაცმოძრაობავ – გაგვაგებინეთ თქვენი თავმჯდომარე რას ბოდავს.

თქვენი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე სადაა?

და ასევე საინტერესოა, რას ფიქრობს ვაშაძის განცხადებაზე თქვენი ბელადი?

თანმიმდევრულობა თქვენი ძლიერი მხარე არ ყოფილა, რაც თქვენგან ტვინები გავიდა, მას მერე, განსაკუთრებით, მაგრამ ეს ახლა ყველას ეხება და ეგებ განგვიმარტოთ მედიას!

მიუხედავად იმისა, ვეთანხმებოდი თუ არა ბოიკოტს, ხელისუფლებაზე ეფექტიანი წნეხისთვის ცალსახად ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია თანმიმდევრულობა.

ამასთან – ყველაფერს აქვს თავისი წესი.

როცა ერთსულოვან გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, ღირსეული ადამიანი, გასაჯაროვებამდე შიგნით კამათობს გადაწყვეტილების შესაცვლელად.

ეს ვაბშე რა წესია? სად გაიზარდეთ?“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.