მოუთმენელი პატარძალი – ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა

“მოუთმენელი პატარძალი”  – ამ სათაურით გავრცელდა ვიდეო სოციალურ ქსელში, სადაც უცნობი ნევადიელი ქალი იმ მაღაზიაში მივიდა, სადაც მისი საქმრო მუშაობს და მას დაქორწინება  მოსთხოვა.

პატარძალი საქმროსთან თეთრი კაბით, პასტორთან ერთად მივიდა.

“ნიშნობის ბეჭედი უკვე ორი წელია, თითზე მაქვს. ჩვენ ახლა დავქორწინდებით ან მე მივდივარ”, – აღნიშნა მოუთმენელმა პატარძალმა.
აღსანიშნავია, რომ სასიძო მოულოდნელობით გაოგნებული იყო.

ჯერჯერობით, არ ვრცელდება დამატებითი ინფორმაცია, თუ როგორ განვითარდა საბოლოოდ მოვლენები და დაუკავშირა თუ არა სასიძომ თავისი ბედი მოუთმენელ პატარძალს.

 

ვიდეო TIK-TOK-ში 37 წლის ეშლი დომინგესმა ატვირთა, რომელიც იმ დროს მაღაზიაში იმყოფებოდა.
ის   სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.