„პანდემიის პირობებში ჯიბის გასქელება არავის შეერგება”

მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აფთიაქების მეპატრონეებს უპირისპირდება.
პეტრე კოლხი მათ გაზრდილი ფასების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედება დანაშაული და ამავე დროს ცოდვაა.
„პანდემიის პირობებში ჯიბის გასქელება არავის შეერგება. აფთიაქის მეპატრონეები ახლა დიდი გამოცდის წინაშე დგანან. უმუშევრად დარჩენილი ხალხის ხარჯზე, ბიზნესს ნუ გამართავენ.
 
შეიძლება უფასოდ ვერ ჩამოარიგონ მედიკამენტები, მაგრამ გაოთხმაგებული ფასებით ნუ გაყიდიან.
 
არ შეიძლება, სირცხვილია, დანაშაულია, ცოდვაა…ვისაც ფული არ აქვს, მოკვდეს?! ყველა ღმერთის წინაშე ვაგებთ პასუხს!..”, – წერს პეტრე კოლხი.