“ფეისბუქ კინკლაობას პაციენტების გამოჯანმრთელებაზე არანაირი გავლენა არ აქვს” – ექიმი ირაკლი გოგოხია კოლეგებს მიმართავს

ბოლო დროს განსაკუთრებით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მედიის მეშვეობით, თუ პირადი პოსტების საშუალებით ხშირად უპირისპირდებიან ერთმანეთს.

აღნიშნულს ეხმაურება ექიმი ირაკლი გოგოხია.

გოგოხია წერს, რომ ექიმების ღია დაპირისპირება მოსახლოებაში მათ მიმართ ნდობის შემცირებას იწვევს.

ექიმი კოლეგებს ურჩევს, სხვაგვარად გამოხატონ თანადგომა და გეგმას სთავაზობს.

“სალამი!
ყველა ჩემს კოლეგას ბედკრულშიც და მის ფარგლებ გარეთ…
ჩვენ ყველანი ვინც ერთად ვაპროტესტებთ არსწორად ნამართ კოვიდ პანდემიას, როგორც სამედიცინო ასევე ზოგადი შედეგების მიხედვით, ყველა ერთ აზრზე ვართ და ერთ ენაზე ვსაუბრობთ.
კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა, უცხოელ კოლეგებს, იმისთვის რასაც აკეთებთ ეს ყველაფერი ძალიან კარგი და სასარგებლოა.
მოთხოვნას და მიწოდებას შორის ბალანსი, რომ არ დაირღვეს, მოგმართავთ თხოვნით…

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით საქართველოში მომუშავე ექიმებმა რა დღეშიც ვართ და რატომაც ვართ, მაგრამ ჩემი მეგობრული და კოლეგიალური თხოვნა იქნება, რომ იქნებ ფეისბუქზე ლანძღვა და კრიტიკა შევაჩეროთ და რატომ ამასაც მოგახსენებთ.
სანამ მიზეზებს გეტყვით იცოდეთ, რომ არავის არ ვიცავ და არც დავიცავ თუ ამის ღირსი არ იქნება…
ა. ექიმების ღია დაპირისპირება ამცირებს მოსახლეობაში ნდობის კოეფიციენტს (ისედაც დაბალი გვაქვს საქართველოში და ვიცი რომ ჩვენი ბრალია)
ბ. ფეისბუქ კინკლაობას პაციენტების გამოჯანმრთელება/გადარჩენაზე არანაირი გავლენა არ აქვს .
გ. ბევრად ეფექტურია სხვაგვარი დახმარება

Action plan თქვენთვის!!!
1. შემიძლია მოგცეთ კოვიდ კლინიკების ICU შეფების ნომრები და პირდაპირ ტელემედიცინით მისცეთ რჩევები (ამას ბევრი უკვე აკეთებს)
2. ცერცვაძე თუ არ მოგწონთ პირადში მისწერეთ (ჩვენც არ მოგვწონს მაგრამ ლანძღვა ტეხავს)
3. პრობლემას პროტოკოლი არ წარმოადგენს, არავინ მაგ სულელური პროტოკოლით არ მუშაობს ისედაც.
4. ძირითადად ჩვენი პრობლემა ICU მენეჯმენტია ძაან გვაკლია კომპეტენტური აზრები
P.S.
მეც ვმუშაობდი უცხოეთში დიდი ხანი და დავბრუნდი…
სად ვმუშაობდი?
Israel sheba medical center ეს კლინიკა (შეგიძლიათ დაგუგლოთ) 5 წელია უკვე მსოფლიო საუკეთესო ტოპ 10 კლინიკების სიაშია.
რამდენი მქონდა ხელფასი ?
20000-25000 ლარი თვეში, ერთი მაგდენი ჩემი მეუღლის, იმიტომ რომ ზუსტად ჩემს პოზიციაზე მუშაობდა ისიც.
სად ჩამოვედი?
თბილისში ნიუ ჰოსპიტალში.
რამდენი მქონდა ხელფასი ?
პირველი ხელფასი ავიღე 1758 ლარი.
რა გავაკეთეთ ქვეყნისთვის ვინც ისრაელიდან დავბრუნდით?
ბესო ბაჯიაშვილი, ანი ქავთარძე, ქეთი არაბიძე და მე;
17 ახალგაზრდა ექიმი გავაგზავნეთ ფელოუშიპზე ანესთეზია ინეტნიურ თერაპიაში,
ვუმკურნალეთ და გადავარჩინეთ ძალიან ბევრი ქართველი პაციენტი,
დავნერგეთ ძალიან ბევრი სიახლე განსაკუთრები ანესთეზიაში და რაც მთავარია,ჩვენი შვილები და შვილიშვილები საქართველოში გაიზრდებიან და ტურისტებად არ ჩამოვლენ მარტო.
და ბოლოს!
თბილისში იხსნება JCI სტანდარტის ჰოსპიტალი, რეკლამად არ მინდა ჩამეთვალოს რადგან ამ ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორი ვარ…
გარანტირებული გექნებათ უსაფრთხო, ხარისხიანი მედიცინის კეთება და ბევრად დაბალი ხელფასი იუ არ ველ ქომ”-წერს ირაკლი გოგოხია.