მეგან მარკლი და პრინცი ჰარი საშობაო ნაძვის ხის ყიდვისას უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი საშობაო სამზადისს შეუდგნენ, ბუნებრივია, ეს პროცესი ნაძვის ხის შერჩევით დიაწყო,რომლისთვისაც ცოლ-ქმარი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ საახალწლო ბაზრობას ესტუმრა.

მათმა აგენტმა, მაშინ, როცა შეეძლო წყვილის გამოჩენისთვის ბაზრობა მთლიანად დაეხურა, უბრალოდ ნაკლებად აქტიური დრო შეარჩია, რათა ისინი პაპარაცებისა და ცნობისმოყვარე ფანებისგან დაეცვა.

თუმცაღა ინსტაგრამის ერთ-ერთმა მომხმარებბელმა სახელწოდებით – @imaJaaaaames-მა (ამჟამად მისი პროფილი დახურულია) დაწერა, რომ მან ამ დღეს ნაძვის ხე სასექსელ ჰერცოგსა და ჰერცოგინიას მიჰყიდა.

 

როგორც მისივე სტატუსიდან ირკვევა, მიმდებარედ ამ დროს ერთი ოჯახიც იმყოფებოდა, რომლის უმცროსი წევრიი ჰარისკენ კითხვით გაემართა, როგორც გაირკვა, ბიჭუნამ რომელმაც არ იცოდა ვინ იყო ჰარი ის თანამშრომლად მიიჩნია, რასაც ჰერცოგი იუმორით შეხვდა.