მსახიობი ლევან სუხიტაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
“დედაჩემს, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდ 19, აქვს გადატანილო ხერხემლის ინსულტი, უშაქრო დიაბეტი და თირკმელების მძიმე პრობლემა. 5 დღის წინ მოგვამაგრეს ოჯახის ექიმი, რომელმაც პირველ დღეს დარეკა და მას მერე ვეძებთ, არ ვაბუქებ, მართლა ვეძებთ, იმიტომ, რომ
რამდენჯერაც მოვითხოვთ ჯანდაცვის ცხელ ხაზზე, რომ თუ ვერ პოულობენ, ჩაანაცვლონ მაინც, იმდენჯერ ჩაიწერეს მონაცემები და იმდენივეჯერ მითხრეს, რომ ჯანდაცვის მონიტორინგს
გადაეცემა და იპოვიან და დაგვიკავშირდებიან.. ( ამწამსაც) ამასობაში გავიდა 5 დღე!!! მარა ექიმი კიდევ არ ჩანს, რომლის მიმართვის გარეშეც ერთ ანალიზსაც არ გაგიკეთებენ… გუშინწინ ჩვენი სახსრებით ავიღეთ ყველა ანალიზი, კატეს გარდა… გარდა ამისა, ძალიან სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია ჩვენთვის ექიმის მეთვალყურეობა, მინიმუმ რჩევა-დარიგება…