“სააკაშვილისა და ბოკერიას მონებს ულევი წარმატებები ფსკერზე მრავალჯერადად დანარცხებაში!”

სააკაშვილისა და ბოკერიას მონებს კი ულევი წარმატებები ფსკერზე მრავალჯერადად დანარცხებაში! – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:

“მეათე მოწვევის პარლამენტი შედგა. ვულოცავ მის წევრებს და წარმატებებს ვუსურვებ! ცხადია, გვერდში დავუდგები ჩემ რჩეულებს და არც კონსტრუქციულ კრიტიკას მოვაკლებ იმისათვის, რომ საქმე უფრო კარგად გაკეთდეს.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის ფანტასტიური გამოსვლა, ბრავო მადამ! 
იმედს ვიტოვებ, რომ პატარა, არამიშისტური პარტიები შევლენ და ამ უნიკალური პლატფორმიდან გააფთრებულ, კონსტრუქციულ ოპონირებას გაუწევენ მმართველ პარტიას.
სააკაშვილისა და ბოკერიას მონებს კი ულევი წარმატებები ფსკერზე მრავალჯერადად დანარცხებაში!
მშვიდობა, ჯანმრთელობა და წარმატებები საქართველოს! “ -წერს აბაშიძე.