მომღერალ ბიონსესა და რეპერ Jay-Z-ის ქალიშვილი „გრემის“ ნომინანტთა სიაში მოხვდა. ამის შესახებ გამოცემა Rolling Stone-ი იტყობინება.
პრესტიჟულ პრემიაზე 8 წლის აივი კარტერი სიმღერის, Brown Skin Girl-ისთვის წარადგინეს.
კომპოზიცია მან Wizkid-თან, Saint Jhn-თან და დედასთან ერთად ჩაწერა.
Brown Skin Girl-ი 2019 წელს გადაღებული ფილმის, „მეფე ლომის“ საუნდტრეკი გახდა.
„გრემის“დაჯილდოების 63-ე ცერემონია 31 იანვარს გაიმართება.