მომღერალი თიკა ჯამბურია, ქართული შოუბიზნესის ამბებს სოციალური ქსელით გვიყვება და მწვავე პოსტს აქვეყნებს:
„შოუბიზნესის ამბები… კონცერტები ხომ არ არის (მომღერლების ძირითადი საშემოსავლო დღეები ახალი წლის დღეებია). ძალიან ბევრი კარგი მუსიკოსი ქუჩაში დგას, რომ ლუკმა პურის ფული გამოიმუშაონ… დედას გეფიცებით, ყოველი ჩემი ფეხით გავლისას, ისეთ ხალხს ვხედავ ქუჩაში გამოსულს ფულის საშოვნელად, გული მისკდება და მეგლიჯება…
ხოდა ახლა გავიგე, რომ ერთ-ერთი ტელევიზია აკეთებს ანაზღაურებად სატელევიზო კონცერტს და იქაც მოხვედრა ჩაწყობითაა… ხო და ახლა ვზივარ და ვფიქრობ, უბრალოდ ვფიქრობ...” – წერს თიკა