“კავკასიური სახლის” წარმომადგენელი გიორგი ჯავახაძე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ჯავახიშვილს მიმართავს, რომელიც 2 დღის წინ, თბილისის მერიასთან გამართული აქციის მონაწილეებთან მივიდა, რა დროსაც გააძევეს.
“მე ვარ იმ ადამიანებიდან ერთ-ერთი, რომლებმაც გუშინ აქციიდან გაგაგდეს და გუშინ წინაც იგივეს მოითხოვდნენ შენგან, აფრიკის დასახლებაში.”
მე არ ვიცი შენმა, რომელმა, ზეკომპეტენტურმა თანაშემწემ მოგაწოდა ჩემი საცხოვრებლის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ მე საბურთალოელი კი არა ქუთაისელი ვარ და სანამ რამეს დააყრანტალებ გადაამოწმე მაინც.
ყველგან სუსი რომ გელანდება, ლილუაშვილის მართულებს რომ გვეძახი. მაგ სტრუქტურიდან ერთადერთი კაცი, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ არის ანზორ ჩუბინიძე, ისიც იმიტომ, რომ სტუდენტები გვცემა ჩაკეტილ ოთახში, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეზე! ესეც მეორე ფაქტი, რომ ყეყეჩი სულელი ხარ!
გუშინაც გითხარი და აგერ გიმეორებ, წერა-კითხვა მაინც ისწავლე სანამ სხვაზე დაიწყებ საუბარს. ,,კავკასიური წრე” არარსებობს, არსებობს სპექტაკლი ,,კავკასიური ცარცის წრე” (კიდე ერთი ფაქტი რომ წერა-კითხვის უცოდინარი ხარ) და არსებობოს ორგანიზაცია ,,კავკასიური სახლი”, რომელშიც ვმუშაობ მე და არცერთი სხვა აქციაზე მყოფი ადამიანი. ეს ორგანიზაცია ძირითადად, საგანმანათლებლო და ეკოლოგიური საკითხებით ინტერესდება და გამოსცემს სამეცნიერო თუ პოპულარულ წიგნებს კავკასიისა და საქართველოს შესახებ, მაგრამ შენ ეს საიდან უნდა იცოდე ძ-ს ხ-სგან ვერ არჩევ და შ-ს წ-სგან!
სხვათაშორის ირაკლი კაკაბაძემ საკადრისი დღე რომ გაყარათ შენ და პაპავას, გემახსოვრება კარგად! მაგ გადაცემაში მეც ვიყავი და მგონი მაშინ ვაშაძეს თუ გირჩს წარმოადგენდი. ეს კიდე ერთი დასტური, რომ პოლიტიკოსი კი არა დონარა ჭყონია ხარ. (იხ. ცხელი ძაღლი 1/4) მოდი გაშლილადაც დაგიწერ, შენ საიდან უნდა იცოდე სამეცნიერო ტექსტის დამოწმებისა და სახარების ციტირების ფორმა. (ცხელი ძაღლის 1-ლი სეზონის მე-4 სერიას უყურე)
P.S. ფრთხილად იყავი ნოდარ მელაძესავით შენი სახელი მეტაფორად არ იქცეს”- წერს გიორგი ჯავახაძე.