აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მრავალშვილიან მამას დასაქმებაში დაეხმარებიან

აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ნუგზარ ალუაშვილს, რომლის ოჯახსაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საცხოვრებელის სახლში აჩუქა, კოლეჯი „სპექტრი“ ენერგეტიკის სპეციალობაში გადაამზადებს, შემდეგ კი დასაქმებაში დაეხმარება.

ამის შესახებ „ფეისბუქზე“ კოლეჯის ხელმძღვანელი მათე ტაკიძე წერს და ფოტოებს ავრცელებს.

„კოლეჯ „სპექტრის“ ხელმძღვანელი მათე ტაკიძე, ბატონ ნუგზარ ალუაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ბატონი ნუგზარი გადაემზადება სპექტრში ენერგეტიკის სპეციალობაში მიიღებს სახელმწიფო სერთიფიკატს და კოლეჯის შუამდგომლობით დასაქმდება პარტნიორ კომპანიაში.

ასევე დაიგეგმა სამომავლოდ შვილებიც ჩაერთონ პროფესიულ განათლებაში.

ბატონი ნუგზარის ოჯახსა და ყველა თქვენთაგანს გილოცავთ ნიკოლოზობას!“, – წერს მათე ტაკიძე.