კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, კაცმა ტანსაცმელი დაწვა და სხეული დაეწვა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე, თავისი პაციენტის ისტორიას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც ქაშიბაძე წერს, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, პაციენტმა ის ტანსაცმელი დაწვა, რაც დაავადების დროს ეცვა. შედეგად კი სხეულზე დამწვრობა მიიღო.

„#დაამარცხეკორონა

პაციანტი შემოვიდა დამწვრობის ცენტრში, მოწიფული. მამაკაცი, სახის და მტევნების დამწვრობით.

– რითი დაიწვით ?

– კორონა დავამარცხე.

– კი მაგრამ, როგორ?

– რომ მოვრჩი, ტანსაცმელს ბენზინი გადავასხი და ეზოში დავწვი.

– მიპასუხა გახარებულმა.

p.s. დარწმუნებული ვარ დამწვრობასაც დაამარცხებს“, -წერს ქაშიბაძე.