თბილისის მერის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში უმცროსი შვილის ნიკოლას მორიგ ვიდეოს აქვეყნებს.
ანუკი თავის გამომწერებს, ნიკოლასის მსგავსი შინაარსის ვიდეობით ხშირად ანებივრებს.
„ბოლოჯერ გეკითხები, დედიკო უფრო გიყვარს თუ დედიკო?“- ეკითხება ანუკი შვილს. ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, უსაყვარლესი ნიკოლას პასუხი უცვლელია.
კახის და ანუკი დაახლოებით 12 წელია რაც ერთად არიან, წყვილს 4 ვაჟი ჰყავს.