ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელმაც ფულით სავსე საფულე იპოვა და მფლობელს დაუბრუნა

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა სტატუსი, რომლის მიხედვითაც ფეისბუქმომხმარებელი ეძებდა დაკარგული საფულის მფლობელს, რომელსაც “ბევრი ფული” დაეკარგა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მან მფლობელი იპოვა და დაკარგული ნივთი დაუბრუნა. თორნიკე ნინიკაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“გადავეცი უკვე საფულე, ძალიან გავახარე ვერ აღვწერ ამ სიხარულს, მაპატიეთ”, – წერს თორნიკე ნინიკაშვილი.

ნინიკაშვილი “გლოვოს” კურიერია და მისი მხრიდან ჩადენილმა კეთილმა საქმემ დიდი გამოხმაურება ჰპოვა.