ტრამპების ოჯახთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორიები ყოველთვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცევა. ამჯერად საქმე მელანიასა და დონალდის 31 დეკემბრის გამოჩენას ეხება, როცა წყვილი ფლორიდიდან თეთრ სახლში დაბრუნდა.
ირგვლივ შეკრებილმა ფოტო-ვიდეო რეპორტიორებმა დააფიქსირეს წყვილის უჩვეულო გამოჩენა, როგორც კადრებიდან ჩანს, ამჯერად მელანიას ორეულის თეორია ხალხს მისმა ჩაცმულობამ გაახსენა, რადგან პირველი ლედი დაბალქუსლიან ფეხსაცმელზე ასეთ მნიშვნელოვან დღეებში არჩევანს ნამდვილად არ აკეთებს:
“მიკვირს რომ ჯერაც არსებობს ხალხი, რომელსაც არ სჯერა, რომ დონალდი მელანიას ორეულს იყენებს,” -დაწერა ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.