“ქმარი პოლიტიკიდან წავიდა, ცოლი ნოვოსიბირსკში მიდის” – ანანიაშვილის ოჯახს მეგობრებიც აკრიტიკებენ

პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილის კარიერაში სიახლეა. ის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელობას დათანხმდა და ამავდროულდ რჩება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად.

როგორც თავად განაცხადა, მეუღლემ გრიგოლ ვაშაძემ გადაწყვეტილება არ მოუწონა და არ გახარებია, რადგან ჩათვალა, რომ ის უფრო მეტად დაკავებული იქნებოდა.

„ჩვენ სფეროები გაყოფილი გვაქვს, მე არასდროს ვერევი პოლიტიკაში და ის არასდროს ერევა ჩემს საქმიანობაში“, – განაცხადა ანანიაშვილმა.

დარწმუნებულია, რომ შეტევები იქნება ამ გადაწყვეტილების გამო, მაგრამ სიძნელეებს არ შეუშინდება, რადგან დარწმუნებულია, რომ გადადგმული ნაბიჯით ბევრი საინტერესო რამის გაკეთების შანსი მიეცა.

„სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი დიდხანს ვიფიქრე. გადაწყვეტილების მიღებაში პანდემიამ შემიწყო ხელი, ბევრი პროექტი შეჩერდა, დაგეგმილი კონცერტები გაუქმდა“,- ამბობს ბალერინა.
ანანიაშვილის ნაბიჯს კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა.

ერთ-ერთი პირველი ბალერინას გადაწყვეტილებას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა:

„რა სირცხვილია, როცა აღმოაჩენ რომ ხმა, ქოცისთვის მიგიცია. თან რუსეთუმე ქოცისთვის“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნანუკას კრიტიკას მოჰყვა ინგა გრიგოლიას სტატუსიც:

„ბიჭო,ბიჭო,ბიჭოოო. ნოვოსიბირსკიო. ახლა ამაზე რომ ავაწყოთ, გვეტყვიან, რომ უსამართლოდ ვაბულინგებთ ხო???? ამხელა ვარსკვლავი ქალი და ნოვოსიბირსკი არის ამ 2021-ის პირველი სიურპრიზი, დანარჩენი წინ გვაქვს. თავიდან ღადაობა მეგონა,მაგრამ ნურას უკაცრავად. ქალბატონი პრიმა-ბალერინა ნოვოსიბირსკის დასს უხელმღვანელებს. რა უხერხულია, ეხლა აღარაა მტერი რუსეთი?“, – წერს ინგა გრიგოლია.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ჟურნალისტი შალვა რამიშვილი კი მოკლე სტატუსით შემოიფარგლა.

„ახლა აღარ მოგწონთ ანანიაშილი, ხო“, – დაწერა შალვამ სოციალურ ქსელში.