მომღერალი თემურ წიკლაური კორონავირუსით დაინფიცირდა. მას ვირუსის მძიმე ფორმა აქვს. წიკლაური, გორის ჰოსპიტალში მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობას ბევრი ადამიანი განიცდის და სოციალური ქსელის საშუალებით შეძლებისდაგვარად ამხნევებენ მას. წიკაურის გულშემატკივრებს შორის ერთ-ერთი მისი კოლეგა, მომღერალი გიორგი სუხიტაშვილია.
„არწივო, არ გაფრინდე, იყავი ჩვენთან! ძალიან გვიყვარხარ და გვინდა, კიდევ დიდხანს იყო“, – წერს სოციალურ ქსელში მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი და უფროს კოლეგასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
რაც შეეხება წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თავისი მეგობრის, ნუგზარ კვაშალის თქმით, მისი მდგომარეობა უმჯობესდება.